ეს ისტორია 13 წლის წინ დაიწყო. როდესაც ტყუპი დები, მარსი და მილი ბიგსი, დაიბადნენ. თავიდან ისინი თითქმის ერთნაირად გამოიყურებოდნენ. თუმცა, მალევე გოგონებმა განსხვავებები შენიშნეს.
ამავდროულად, როდესაც მილის კანი გამუქდა, ცისფერთვალება მარსიას სახე გაუღიავდა და თმა დახვეული დაეწყო. გარედან ვერავინ ამჩნევდა, რომ გოგონები დები იყვნენ.

ტყუპების დედამ განმარტა, რომ მილი მას ჰგავს – იგივე ღია ფერის კანი და თმა აქვს, მარსიამ კი მამამისის, მაიკლის, ნაკვთები მემკვიდრეობით მიიღო, რომელსაც იამაიკური ფესვები აქვს: მუქი კულულები და კანი.
ახლა მარსი და მილი საშუალო სკოლაში დადიან, უყვართ სწავლა და თანატოლებთან ურთიერთობა. გოგონები ხშირად ერთნაირ სამოსს ირჩევენ.

ამანდამ თქვა, რომ როდესაც ის ქალიშვილებთან ერთად სეირნობდა, ხალხი ხშირად აჩერებდა ქუჩაში და ეკითხებოდა, მართლა მისი გოგონები იყვნენ თუ არა. „ისინი თითქმის ყველაფერს ერთად აკეთებენ“, – დასძინა დედამ.
თუმცა, გოგონებს სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვთ – მარსი ცელქია, მილი კი ძალიან მშვიდი. ორივე გოგონა კომუნიკაბელური და მხიარულია.

ზოგადად, სხვადასხვა რასობრივი წარმომავლობის მქონე რამდენიმე ტყუპისცალის გაჩენის შანსი მილიონში ერთია.