67 წლის მსახიობი შერონ სტოუნი ლოს-ანჯელესში ფილმ „არავინ 2“-ის პრემიერას თავის სამ ზრდასრულ შვილთან ერთად დაესწრო, რომლებიც იშვიათად ჩნდებიან საზოგადოებაში: ვარსკვლავმა წითელ ხალიჩაზე მემკვიდრეებთან ერთად პოზირა.

67 წლის შერონ სტოუნი ლოს-ანჯელესში ფილმ „არავინ 2“-ის პრემიერას დაესწრო. მსახიობი წითელ ხალიჩაზე სამი ნაშვილები ვაჟის: 25 წლის როანის, 20 წლის ლერდის და 19 წლის ქუინის გარემოცვაში გაიარა.

გამოსასვლელად შერონმა მუქი ლურჯი, მორგებული კაბა აირჩია, რომელიც მის ფიგურას უსვამდა ხაზს. სტოუნმა გადაწყვიტა, საცვლები არ ჩაეცვა.
ცნობილი ადამიანის იმიჯი ოქროსფერი სანდლებით, კლატჩითა და მზის სათვალით დაასრულა.

კინოვარსკვლავმა როანი 2000 წელს თავის მაშინდელ ქმართან, ჟურნალისტ ფილ ბრონშტეინთან ერთად იშვილა. წყვილი ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ 2004 წელს დაშორდა.
2005 წელს მსახიობმა ლერდი იშვილა, ხოლო 2007 წელს – კუინი. შერონი ამჟამად სამ ვაჟთან ერთად დასავლეთ ჰოლივუდში ცხოვრობს.
სტოუნის უმცროსი შვილები განათლებას იღებენ და როანმა გადაწყვიტა, დედის კვალს გაჰყოლოდა და სამსახიობო კარიერა დაეწყო.